ზეციური ცეცხლის ჩამობრძანება ხობში



ყოველი წლის აღდგომის წინა დღესდიდ შაბათსმაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღვთაებრივ ცეცხლჩამობრძანებას უამრავ ადამიანთან ერთად, ხობელი მრევლიც ელოდა,  რომლებმაც ტრადიციულად, ცეცხლი მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ ტაძარს გადასცეს.  ზეციური ცეცხლის ჩამობრძანების  სიხარული მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ ტაძარში შეკრებულ მრევლთან ერთად გაიზიარა.
          ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში,   საზეიმო წირვა–ლოცვა აღავლინა ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.