ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების
განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამჯერად, პროგრამის ფარგლებში, მთავრობის
2011 წლის №735 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ ხობში, გურამიშვილის ქუჩაზე
სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
კერძოდ, ობიექტზე მოხდა რკინაბეტონის არხის მოწყობა, გადასასვლელი ხიდბოგირებით. აღნიშნული
სამუშაოების ჩატარება ხელს შეუწყობს სტიქიის შედეგად მოსალოდნელი პრობლემების შემცირებას.