სამუშაო ხასიათის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულებთან



30 მარტს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ, გამგებლის მოადგილესთან  რევაზ წულაიასთან ერთად,  გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებთან - რწმუნებულებთან  სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითად თემას  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი  პროექტების მიმდინარეობა წარმოადგენდა, ასევე, ისაუბრეს სამუშაოების  ხარისხიანი  და ეფექტური შესრულების აუცილებლობაზე,  მუნიციპალიტეტის დასახლებებში  პრობლემურ  საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე.