31 მარტს ხობში, სპორტული სასკოლო ოლიმპიადების ფორმატში,
სატელევიზიო პროექტი „გუნდის“ შესარჩევი თამაშები
ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის
16 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას.
შეჯიბრების შედეგად, გამარჯვება ხობის მუნიციპალიტეტის
№1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელიც
პროექტის ფარგლებში თბილისში გამართული ფინალური თამაშების ტურში გააგრძელებს მონაწილეობის
მიღებას.
პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამინისტროს, სპორტული და გასართობი თამაშების ასოციაციის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის
გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა. მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია.