ხობში „რუსთავი-2“-ის საბავშვო თასის გათამაშება მინიფეხბურთში გაიმართა


3 აპრილს ქ. ხობში გაიმართა  „რუსთავი-2“-ის  საბავშვო თასის გათამაშება მინიფეხბურთში, სადაც 13 წლამდე ასაკის 4 გოგონათა და 9 ვაჟთა გუნდი  იღებდა მონაწილეობას. გოგონათა შორის გამარჯვება  ხობის №1 საჯარო სკოლის გუნდმამოიპოვა, ხოლო ვაჟთა  შორის პირველი ადგილის მფლობელი ნოჯიხევის გუნდი გახდა. გამარჯვებული გუნდები ეროვნულ ფინალურ  ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ქ. თბილისში,  მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.
პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, სპორტული და გასართობი თამაშების ასოციაციის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
გამარჯვებული გუნდები  მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ თასებით დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა  ფინალურ თამაშებში.