15 მარტს ქ. ხობში დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის აბსოლუტური ჩემპიონატი
ჭადრაკში, სადაც რეგიონის მასშტაბით 70-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.
ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდება, ლიდერთა თამაშების ჩვენება
კი ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის საშუალებით მოხდება. ბოლო ტური 18 მარტს,
ჩემპიონატის დახურვის დღეს გაიმართება. ჩემპიონატი სამეგრელო-ზემო სვანეთის
ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა).ი.პ. „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების
ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.