ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია ხობის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს მართავს


ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა, ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრატორებისათვის 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით  ატარებს ტრენინგებს, თემაზე -  „კარდაკარი“.
„კარდაკარი“ არის ამომრჩეველთა სიის დაზუსტების ერთ-ერთი მეთოდი და გულისხმობს სიის გადამოწმებას, თითოეული ოჯახის კარდაკარ შემოვლისა და ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტის გზით.
სწავლება, რომელსაც  ხობის მუნიციპალიტეტის 92 რეგისტრატორი გადის,   ითვალისწინებს პროგრამა „კარდაკარის“ მუშაობისათვის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. 
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით დაკომპლექტებულია ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.  
კომისიის მიზანია  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფა.