ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოები გრძელდება


ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში ქალაქ ხობში,  წერეთლის ქუჩიდან, დავით აღმაშენებლის ქუჩის პირველ ჩიხამდე, სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.   კერძოდ, ობიექტზე მოხდა რკინაბეტონის არხის მოწყობა,  გადასასვლელი ხიდბოგირებით.
აღნიშნული სამუშაოების ჩატარება სტიქიის შედეგად არსებული პრობლემების შემცირებას შეუწყობს ხელს.