სამეგრელო-ზემო სვანეთის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა




18 მარტს დასრულდა სამეგრელო-ზემო სვანეთის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა).ი.პ. „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. ტურნირი, რომელშიც 66-მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა,  შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.  გამარჯვებულები და პრიზიორები  ფულადი პრემიითა და სხვადასხვა პრიზებით მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ,  ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.  ტურნირის ფარგლებში სამივე  საპრიზო ადგილი ფოთის წარმომადგენლებს ხვდათ წილად.  პირველი ადგილისა და შესაბამისად, 500 ლარის მფლობელი  გოჩა ჩაჩუა  გახდა, მეორე ადგილზე ნიკა გამზარდია გავიდა, რომელსაც 300 ლარი გადაეცა,  ხოლო მესამე ადგილი   ნიკა ღვამბერიამ დაიკავა, რომელიც  200 ლარით დაჯილდოვდა.