ბელგრადში გამართულ ევროპის
ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
საქართველოს ნაკრები წელს მხოლოდ ერთი მედლით
შემოიფარგლა. კვარცხლბეგზე ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, ხობელი მანუჩარ ცხადაია ავიდა, რომელიც არა საკუთარ - 66 კგ, არამედ ერთი წონით მაღლა – 74-კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი ხუთი წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რუსეთის
ნაკრების წევრს რომან ვლასოვს დაუპირისპირდა, დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად, მანუჩარ ცხადაია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ლონდონის ოლიმპიადაზე კი მანუჩარ ცხადაია კვლავ თავის 66 კგ წონით
კატეგორიაში იასპარეზებს.