თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა შორის. გოგონათა შორის წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის
განათლების ცენტრის“ სასპორტო
სკოლის ჭადრაკის წრის აღსაზრდელმა დიანა ლომაიამ და ბრწყინვალე
შედეგით, 9-დან 9 ქულა, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს
დაეუფლა.
გამარჯვებულები საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის მიერ შესაბამისი სიგელებით, მედლებითა და თასით დაჯილდოვდნენ.