ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ დედისა
და ქალთა საერთაშორისო დღე, მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ ქალბატონებს სახლში, პირადად
მიულოცა და საჩუქრად ყვავილების თაიგული გადასცა. მათ შორის ყველაზე ასაკოვანი 102 წლის თალიკო ხვიჩია
იყო, რომელიც გულწრფელ სიხარულსა და ემოციას ვერ მალავდა.
გამგებელმა
დღესასწაული, ასევე, ახალბედა დედას რუსუდან ბახტაძეს ხობის საავადმყოფოშივე მიულოცა და ქვეყნისათვის ღირსეული მომავალი თაობის აღზრდა უსურვა.