ნინო გოთოშია და "ჩვენებურები"იტალიაში


იტალიაში, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მე-16-ედ ეწყობა, საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" გაიმართა. ფესტივალზე მიწვეული იყო ხობის საერთაშორისო ფესტივალის  „სიმღერა სამეგრელოზეს“ აღმოჩენა, ხობის მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმთან არსებული, სიმღერის სტუდიის მოსწავლე ნინო გოთოშია, რომელმაც ქართველი ემიგრანტებისა და იტალიელი საზოგადოების წინაშე რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის, მეგრული „ჩელა“, რომელიც ზუგდიდის ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულ ანსამბლ - „ოდოიასთან“ ერთად დუეტში იქნა აჟღერებული.