2 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა,
სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ. ხობის „კოლხეთმა“ თბილისის
„ლოკომოტივს“ უმასპინძლა. მატჩი თავიდანვე დაძაბულად წარიმართა.
მიუხედავად ცუდი ამინდისა, თამაში ხობელი
ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, შეხვედრის პირველი გოლი „კოლხეთის“
რიგებიდან საპენალტო დარტყმით ოთარ ფიფიამ გაიტანა, რომელიც
მეორე გატანილი გოლის ავტორიც გახდა. საბოლოოდ თამაში ანგარიშით 2:0 ხობის „კოლხეთის“
სასარგებლოდ დასრულდა.