ხობის მუნიციპალიტეტში ხეების გადაბელვის პროცესი გრძელდება.
ამჯერად, გადაბელვა ქალაქის ტერიტორიაზე განხორციელდა. გადაბელილი ხის მასალა კი, იმ
სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ, რომლებმაც ადგილობრივ ხელისუფლებას შეშით დახმარების
თაობაზე განცხადებით მიმართეს. ამჟამად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 100
ოჯახია 1,5 მ³ შეშით დაკმაყოფილებული.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა მომავალშიც განაგრძობს
დაზიანებული ხეების გადაბელვას და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით ურზუნველყოფას.