24 თებერვალს საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“ (CHCA), ხობის მუნიციპალიტეტში ქსელური შეხვედრა სახელწოდებით „შესაძლებლობათა განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის სერვისების უზრუნველყოფა სამეგრელოს რეგიონში“ გამართა, რომელსაც სათემო ჯგუფის წევრებთან ერთად, გამგეობის სამსახურები და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი გაეროს განვითარების (UNDP)–ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია თემში მცხოვრები ადამიანებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, აგრეთვე თემში არსებული პრობლემების გამოვლენა და ამ პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზების მოძიება.