„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ ტრენინგები ხობის მუნიციპალიტეტში




არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ“  ხობის მუნიციპალიტეტში ჩაატარა ტრენინგები, თემაზე „სოციალური მუშაობის პრაქტიკის საფუძვლები.“  პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, 6 თვის წინ დაიწყო და მასში სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების (ზუგდიდი, წალენჯიხა, ფოთი, სენაკი, ხობი) სოციალური სამსახურის წარმომადგენლები  იღებენ მონაწილეობას.
ტრენინგ-კურსის მიწოდება აღნიშნული მუნიციპალიტეტებისათვის  „სამეგრელოს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა პროფესიული უნარჩვევების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.