ხობელი სპორტსმენების მორიგი წარმარტება მძლეოსნობაში

     25-26 თებერვალს ქ. თბილისსში გაიმართა საქართველოს 2012 წლის ზამთრის ეროვნული ღია ჩემპიონატი მძლეოსნობაში, სადაც  წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის, მძლეოსნობის წრის აღსაზრდელებმა. 1500 მ რბენაში ჯიმშერ ბუკიამ მანძილი 4წთ-სა და
38 წმ-ში დაფარა და შედეგად მესამე თანრიგის მფლობელი გახდა, გიორგი კორტავა კი 2 კგ-იან ბადროს ტყორცნაში მესამე ადგილზე გავიდა. გამარჯვებულები საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციისგან შესაბამისი მედლებითა და სიგელებით  დაჯილდოვდნენ.