ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ედვინს შნორის დოკუმენტური ფილმის "საბჭოეთის ისტორიის" ჩვენება-განხილვა გაიმართა
23 თებერვალს „ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში ლატვიელი რეჟისორის ედვინს შნორის Edvins Snore დოკუმენტური ფილმის "საბჭოეთის ისტორიის" (The Soviet Story) ჩვენება-განხილვა გაიმართა. ფილმში, სადაც ნაჩვენებია საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის შედარება, დაწყებული სიმბოლოებითა და იდეოლოგიით, დამთავრებული ადამიანთა მასობრივი განადგურების ხერხებით, გამოყენებულია დოკუმენტური ფოტო და კინო მასალა, ჩაწერილია ინტერვიუები თვითმხილველებთან, ცნობილ პროფესორებთან და ისტორიკოსებთან. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921 და 2008 წლებში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე.