დასრულდა
2008 წელს, რუსული აგრესიის
შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეოთხე
გათამაშება მინიფეხბურთში, სადაც ქ.ხობის უბნების 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. საინტერესო
და დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად, ჩემპიონი და პრიზიორები გამოვლინდნენ. ტურნირის გამარჯვებული
და დათა ხურცულავას გარდამავალი თასის ღირსეული მფლობელი კვლავ ჭავჭავაძის ქუჩის ფეხბურთელთა
გუნდი გახდა. მეორე ადგილზე ხობის ფეხბურთელთა გუნდი „ფეოლა“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ხეთის გუნდმა დაიკავა.
ტურნირის
ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებული
გუნდები და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ სიგელებითა და თასებით დააჯილდოვა. „ნაციონალური მოძრაობის
ხობის რაიონული ორგანიზაციის“ თავმჯდომარის მამუკა ჭოხონელიძის მიერ დაწესებული სპეციალური
პრიზი, ტურნირის ყველაზე ნორჩ ფეხბურთელს ხვიჩა ბუკიას გადაეცა.
შეჯიბრების დამთავრების შემდეგ მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელობამ და დამსწრე საზოგადოებამ დათა ხურცილავას საფლავი
მოინახულეს და პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
12
თებერვალს კი ტურნირის ფარგლებში, ერთგვარი
აქციის სახით, ამხანაგური მატჩი გაიმართა,
რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი და
გამგეობის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვნენ, მათ მეტოქეობას სასპორტო სკოლის
წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები უწევდნენ.