დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი მინიფეხბურთში დაიწყო


2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეოთხე გათამაშებამ მინიფეხბურთში სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით. ტურნირში ქ.ხობის უბნების 8 გუნდი იღებს მონაწილეობას.

ფინალური მატჩი 16 თებერვალს, მისივე სახელობის სტადიონზე გაიმართება.