3 თებერვალს
ქ. თბილისში, მძლეოსნობის მანეჟში, საქართველოს
ჭაბუკთა პირველობა მძლეოსნობაში გაიმართა,
სადაც 60 მეტრ რბენაში, ხობის მუნიციპალიტეტის ა.ი.პ. ``განათლების ცენტრის,`` სასპორტო
სკოლის მოსწავლემ, გრიგოლ ახალაიამ პირველობა
არავის დაუთმო, რის შედეგადაც საპატიო პირველი ადგილისა და საქართველოს
ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.