ხობის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს



 შუა ხორგის თემში (სამურღულიოს უბანი) ხობი-ხორგა-ჭალადიდის  საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ინტენსიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შარაგზამშენი პირველი“ ახორციელებს.
ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად, მდინარის წარეცხილი მონაკვეთების აღსადგენად, ობიექტზე მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა, კარიერიდან შემოზიდულიქნა  ქვის  ლოდები, რითაც  მდინარის კალაპოტში მოეწყო ქვაყრილი.
სამუშაოების მიმდინარეობა  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერა.
ჩვენ გვინდა, რომ ნაპირსამაგრების პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ ამოვწუროთ და ამ მიმართულებით მუდმივად ვაკვირდებით და ვახორციელებთ  სამუშაოებს. ადიდებული მდინარე წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, იტბორებოდა საკარმიდამო ნაკვეთები და სახნავ-სათესი მიწები.   აღნიშნული სამუშაოების ჩატარება კი ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების მოგვარებას“ - აღნიშნა გამგებელმა.