პირველი მაისის თემის, ოქროს საწმისის უბანში, წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა


ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით  ინფრასტუქტურული პროექტების კეთილმოწყობის სამუშაოები  გრძელდება. პროექტის ფარგლებში პირველი მაისის თემის, ოქროს საწმისის უბანში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რომლის შედეგადაც წყალსადენი მაგისტრალი სრულად იქნა აღდგენილი. აღნიშნულ ობიექტზე შესრულებული სამუშაოები 34 აბონენტს მოემსახურება.