22 თებერვალს საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“ (ჩHჩA), რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ხობის მუნიციპალიტეტში მორიგი ტრენინგი ჩაატარა, ამჯერად, თემაზე - „მოხალისეობა“, რაც გულისხმობს მოსახლეობისთვის მოტივაციის იმ ფორმების გაცნობას, რომელიც შეიძლება ამოძრავებდეს მოხალისეს, როგორიცაა: თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენება, ახალი ინტერესის სფეროს გამოჩენა, ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, საკუთარი ინიციატივების განხორციელება და პროფესიული გამოცდილების შეძენა.
პროექტი, რომლის მიზანია თემებში მცხოვრები ადამიანების შესაძლებლობათა განვითარება და კომუნიკაციის გაუმჯობესება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და თემს შორის, გაეროს განვითარების (UNDP)–ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მასში სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების (ხობი, წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი) სათემო ჯგუფის წევრები იღებენ მონაწილეობას.