31 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის წმ.სამების ტაძარში ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იქნა დაბრძანებული, რომელიც ათონის მთაზე არსებული ამავე ხატის ასლია. საზეიმო პარაკლისი წმ. სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა კირიონმა გადაიხადა.
მრავალ დაფიქსირებულ სასწაულთა საფუძველზე ხატი აღიარებულია, როგორც „სასწაულმოქმედი.“ ის სპეციალურად მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისთვის დაიწერა. მშენებლობის დასრულებამდე კი სრულიად საქართველოს შემოივლის, მათ შორის, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებს, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ადგილზე მოილოცოს