ბორის ბერაია – „ხობში სოფლის მხარდაჭერის პროგამის სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა“


ხობის მუნიციპალიტეტმა „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამის განსახორციელებლად შარშან 702 928 ლარი დახარჯა. თუმცა როგორც ხობის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ხობი–დემოკრატების“ ლიდერმა ბორის ბერაიამ tspress.ge-ს განუცხადა პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული.
ბერაიას თქმით, ის ამ საკითხზე მუშაობს და შესაბამის დოკუმენტაციას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, რომ დარღვევები იყო ასევე  პროგრამით შესასრულებელი სამუმუშაოების შეჩევის დროს. ბერაია ამაბობეს, რომ პრიორიტეტების შერჩევის დროს რამდენიმე უბანზე მოსახლეობისთვის აზრი არ უკითხავთ.

არადა საქართველოს მთავრობის 2011 წლის13 იანვრის დადგენილებით პროგრამით შესასრულებელ სამუშაოებს სწორეს სოფლის კრებები, ხმათა უმრავლესობით წყვეტენ.

ხობის მუნიციპალიტეტს შარშან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულზე 20 ათასი ლარით მეტი გამოეყო, თუმცა ეს თანხა მუნიციპალიტეტმა ვერ აითვისა, რის გამოც აუთვისებელი თანხა ამავე პროგრამას 2012 წელს მოხმარდება.

ხობის მუნიციპალიტეტის 21 თემსა და სოფელში შარშან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სულ  119 პროექტი განხორციელდა. სოფლებში ამ პროგრამით ძირითადად  მინი სტადიონების, მოსაცდელების, სანიაღვრე არხების და საბავშო ბაღების გარემონტება მოხერხდა.

სოფლის მხარდაჭრის პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ შარშან სულ 40 მილიონი ლარი გამოყო.

2012.01.25ავტორი: პაატა ლაგვილავა