დიდთოვლობასთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში სათანადო სამსახურები მობილიზებულია ნებისმიერი სახის პრობლემის დროული გადაჭრისათვის. ამ დროისათვის ცენტრალური საავტომობილო ტრასაზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი. ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება საავადმყოფოს და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულებებს. ხოლო ცალკეულ თემებსა და ქუჩებში ,სადაც შეწყვეტილია ელექტროენერგია გადიან სამუშაო ჯგუფები.