Skip to main content
სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის გამგეობაში
17 იანვარს ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებსა და გამგეობის შესაბამის სამსახურებთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ წარადგინა გამგებლის მოადგილე მურთაზ ბოკუჩავა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა თემებსა და სოფლებში მოსახლეობასთან ერთად რწმუნებულების მხრიდან ,, მხარდაჭერის პროგრამის’’ ეფექტურ დაგეგმარებაზე. თემებში დამატებით ამოქმედებულ ,,ოჯახის ექიმის’’ სამედიცინო პროგრამასა და იმ სიახლეებზე, რასაც ხელისუფლება გეგმავს მოსახლეობის სოციალური პრობლემის მოგვარებისა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ- ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის.