20-21-22 იანვარს ხობის ჰოსპიტალურ საავადმყოფოში თვალის სნეულებათა დაავადების კლინიკა „მზერა პლიუსი’’ მიიღებს დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც უფასოდ ჩაუტარდებათ თვალის სნეულებასთან დაკავშირებული პათოლოგიების დიაგნოსტირება , რაც თავიდან აცილების ან დროული მკურნალობის საშუალებას მისცემს ამ დაავადების რისკის მქონე ადამიანებს.