ხობის მუნიციპალიტეტში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მიმდინარეობს



       გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურს
 საქართველოს ყველა რაიონში ატარებს. მასში  დაახლოებით   53  ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.
 15 იანვარს   ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაახლოებით 300-მა  მოსწავლემ  მიიღო მონაწილეობა   ქართული ენისა და ლიტერატურის,  გეოგრაფიის ტურში. 
16 იანვარს  მეორე ტური  მათემატიკისა  და   ისტორიის   ოლიმპიადით    გრძელდება.