მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, ზედამხედველობის სამსახურებთან ერთად დაათვალიერა მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები ქვემო ქვალონში, ახალსოფელში, შუა ხორგასა , ჭალადიდსა და პატარა ფოთში . სამუშაო შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითადად სანიაღვრე არხების , მაღალი ძაბვის ელსადენების შეცვლა, წყლისა და ინფრასტრუქტურის შემდგომი მოწესრიგება დააყენა დღის წესრიგში. დაფიქსირდა ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა ჭალადიდის, ხორგისა და პატარა ფოთის მონაკვეთებზე. ასევე არსებული დაზიანებული გზის რეაბილიტაციის გათვალისწინება. საგაზაფხულო სამუშაოებისათვის ტექნიკის მობილიზება და მიზნობრივი გადანაწილება . მუნიციპალიტეტის გამგებელი გაეცნო თემებში ჩასახლებული დევნილების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. დაისახა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება არსებული პრობლემების ეტაპობრივი მოწესრიგება.