სატელეფონო ოპარატორებზე პრეფიქსული კოდი შეიცვალა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, პრეფიქსი '8' შეიცვალა ეროვნული პრეფიქსით '0' (ქვეყნის შიდა ზარებზე) და საერთაშორისო პრეფიქსით '00'. ოპერატორების არჩევის 8XX ფორმატის კოდი შეიცვალა პრეფიქსული კოდებით 10XX საერთაშორისო ოპერატორი 8–07 გახდა 10–07; საერთაშორისო ოპერატორი 8–16 გახდა 10–16; საერთაშორისო ოპერატორი 8–10 კი 10–10 და შესაბამისი ცვლილება განხორციელდა საქართველოში მოქმედ ყველა ოპერატორზე.