ხობის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების’’ კომპანიამ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის დაიწყო არსებული პრობლემების შესწავლა. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია არსებულ ქსელში წნევის მატებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, ექპლუატაციიდან გასული მილების დემონტაჟი და შესაბამისად ახალი მილებით ჩანაცვლება. სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება იმ კონკრეტული მოთხოვნის შესაბამისად, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გეგმავს.