'112'-ის მომსახურება ფასიანი იქნება

ახალი სამსახურის – '112'-ის მომსახურება ფასიანი იქნება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – '112'-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესი მთავრობამ უკვე დაამტკიცა . '112'-ის მომსახურების საფასურის გადამხდელები იქნებიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები. '112'-ის მომსახურების საფასური დღგ-ს ჩათვლით შემდეგი ოდენობის იქნება: ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა: ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარი; იურიდიული პირის, ორგანიზაციის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარი. მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტებისთვის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა: ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარი, იურიდიული პირის, ორგანიზაციის, დაწესებულებისთვის - 0.50 ლარი. საფასური გადაიხდება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. '112'-ი