ძვირფასო ხობელებო!
გილოცავთ შობა- ახალ წელს!
მშობლიური კუთხის თითოეულ ოჯახს ვულოცავ დამდეგ 2012 წელს. თქვენი შრომისმოყვარეობა-არის ის ტრადიციული თვისება, რაც აძლიერებს ხობს და ხობიდან საქართველოს.
XXI საუკუნის მეორე ათწლეულის კიდევ ერთი წელი გვავალდებულებს- ერთიანობას, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოს წინსვლის ეპოქაში, დროში, სადაც ხელისუფლება და ხალხი ერთად გაუმკლავდა უამრავ პრობლემას. დროში,რომელიც წარმატებების ფონზე, კიდევ ახალ მიზნებს გვისახავს.
მინდა განსაკუთრებით მოვეფერო რუსულ აგრესიას შეწირული გმირების ოჯახებს.
მათ ერთად უნდა ვაგრძნობინოთ, რომ წლების გასვლა არ ნიშნავს დავიწყებას. ისინი მამულის ხობელი გმირები არიან და ასე დარჩებიან .
ვუსურვოთ 2012 წელს ქცეულიყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წლად!
უპირველესად გისურვებთ უფლის მადლს, სულისა და ჯანის სიმრთელეს, საკუთარი ენერგიის, ცოდნისა და გამოცდილების რეალიზებას. ხობისათვის ჩვენი ერთობლივი მონდომებით ბევრი სასიკეთო საქმის წამოწყებასა და წარმატებას. ყველა იმ სურვილის ასრულებას, რომელსაც სამშობლოსათვის, ერთმანეთის წინსვლისთვის ჩავიფიქრებთ.
2012 წელი- ქცეულიყოს წლად, რომელიც თაობებს ასწავლის-თუ რამდენი შეძლო იმ ერთობამ, რასაც ხალხი და ხელისუფლება ჰქვია!
ფეხბედნიერად შემოსულიყოს ეს წელიწადი ყველგან და ყველასთვის!
გილოცავთ!
ხობის
მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა ღურწკაია