ხობის მუნიციპალიტეტში ინტენსიური ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება



ხობის მუნიციპალიტეტში მდინარეების ჭანისწყლისა და ხობისწყლის კონკრეტულ პერიმეტრზე, სადაც დაფიქსირებულ იქნა წყალდიდობების შედეგად დარღვეული ნაპირსამაგრი ჯებირები, დაწყებულია ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები.
  აღდგენითი სამუშაოები დამთავრდა სოფელ საჯიჯაოში არსებულ პრობლემურ უბანზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შუა ხორგის ტერიტორიაზე დარღვეული დამბის აღდგენა.    
მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა ღურწკაია, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის  განვითარების სამსახურის  წარმომადგენლებთან ერთად  გაეცნო  მიმდინარე სამუშაოების  მასშტაბებს, ასევე    სასოფლო- სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთებზე არსებულ სიტუაციას.