31 დეკემბერს ხობში ღია სცენაზე საახალწლო პროგრამით წარსდგნენ მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, პროგრამაში წარმოადგინეს საქართველოს ყველა კუთხისათვის სახასიათო ტრადიციული სიმღერები და ცეკვები. ნორჩმა მომღერლებმა შეასრულეს ქართული და უცხოური საესტრადო მუსიკალური ნომრები. კონცერტი გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა.