ხობელი მანუჩარ ცხადაიას გამარჯვება საჭიდაო სეზონის კლასიკური წერტილია



       საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში   ხობელმა მანუჩარ ცხადაიამ 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო, რის შედეგადაც  საპატიო პირველი ადგილისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი  გახდა.
 მანუჩარ ცხადაია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთადერთი წევრია, ვინც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია  მოიპოვა,მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ავიდა.