ხობის საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ წარმატებული საერთაშორისო პროექტი გახდა

22 დეკემბერს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის" ორგანიზებით სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” „ქართული ბრენდის დღე-2011"-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. ნომინაციაში „წარმატებულ საერთაშორისო პროექტად“ ხობის საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ დასახელდა და ჯილდო პირადად ფესტივალის სულისჩამდგმელს, დამფუძნებელსა და ორგანიზატორს ბატონ გოდერძი ბუკიას გადაეცა. პროექტი წელს უკვე მეცხრედ გაიმართა და მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარების, მიმდინარე პროცესების შესახებ და ქართულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისათვის ზრუნვა.