ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ხობის ტერიტორიაზე

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიულ ძეგლს ჩაუტარდა მცირე მასტაბიანი დაზვერვითი სამუშაოები, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქეოლოგი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი რევაზ პაპუაშვილი. პირველად სამეგრელოში სოფლების ხამისქურისა და ცაიშის საზღვარზე დაფიქსირდა ციკლოპური ნაგებობების ნაშთები.