საქართველოს პარლამენტში ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ტრადიციული საახალწლო საჩუქრები გადაეცათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს. მათ ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში ადგილობრივი ხელისუფლებისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გულთბილი შეხვედრა და საზეიმო ნადიმი მოუწყვეს.
საახალწლო ნობათი გადაეცათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უმწეო ბენეფიციარებს, რომლებმაც მადლიერება გამოხატეს იმ ყურადღებისათვის, რასაც ხელისუფლება და მაჟორიტარი დეპუტატი გამოხატავს.
საახალწლო საჩუქრის სახით მუნიციპალიტეტის 29 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებმა ილუსტრირებული საბავშვო ლიტერატურა მიიღეს.