ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაფინანსებული სამუშაოების მეორე ეტაპი. პროექტის ფარგლებში სოფელ ნოჯიხევში, გზის მოხრეშვისა და მილხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ობიექტზე მოხდა ინერტული მასალის შეზიდვა და მისი სავალ ნაწილზე გაშლა. აღნიშნულ ტერიტორიაზე რკინაბეტონის რგოლებისგან მოეწყო 6 მეტრი სიგრძის მილხიდი.