20 დეკემბერს საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე ხელოვნებასა და კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის ნომინაციაში წლის საუკეთესო პროექტი ,,მეგა-2011’’ გადაეცა ხობის საერთაშორისო ფესტივალს ,სიმღერა სამეგრელოზე’’. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, ქართველი მომღერლები. ხობის საერთაშორისო ფესტივალისათვის მინიჭებული ჯილდო გადაეცა ფესტივალის იდეის ავტორსა და ორგანიზატორს ხობის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ბატონ გოდერძი ბუკიას. ,,ნომინაციაში წლის აღმოჩენა-,,მეგა 2011’’გადაეცა ძუკუ ლოლუას სახელობის სიმღერის მუზეუმთან არსებული სტუდიის აღზრდილს , მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეს ნინო გოთოშიას.