20 დეკემბერს სოფელ ბიაში გაჩენილი ხანძრის გამო განადგურდა რამდენიმე ჰექტარი ტყის მასივი. ადგილმდებარეობის სირთულის გამო გაძნელდა ხანძრის ლოკალიზება, რომელშიც სამაშველო სამსახურებთან ერთად ჩართული იყი ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა. ხანძარი ასევე დაფიქსირდა სოფლებში ძველი ხიბულასა და ყულევში. ადგილობრივი ხელისუფლება, სამაშველო სამსახური, პოლიციის პირადი შემადგენლობა განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა. ამ დროისათვის ხანძრის კერები ლოკალიზებულია.