ახალ ხიბულაში საჯარო სკოლის ეზოს შემოკავების სარემონტო სამუშაოები დასრულდა.



ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოები გრძელდება.
 პროგრამის ფარგლებში სოფელ ახალ ხიბულაში საჯარო სკოლის ეზოს შემოკავების სარემონტო სამუშაოები დასრულდა, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 11 550 ლარს. ობიექტზე შესრულდა შემდეგი სამუშაოები: ჩაბეტონებულ იქნა ლითონის მილები, ბოძებზე გადაიჭიმა მავთულბადე, რომლის ქვედა ბოლოები ასევ ჩაბეტონებულია, მოეწყო ლითონის ჭიშკრები, რომლებიც შეღებილ იქნა ზეთოვანი საღებავით.