საბავშვო მუსიკალური სპექტაკლი „ოჩოპინტრე“


29  ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლმა სსიპ ზუგდიდის     შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ  თეატრს უმასპინძლა. თეარტალური დასის მსახიობებმა  საბავშვო მუსიკალური სპექტაკლი „ოჩოპინტრე“  წარმოადგინეს.  სანახაობამ მეტად მხიარულ  განწყობაზე დააყენა დამსწრე საზოგადოება და განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ ნომრებში თავადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები.
პროექტი აიპ „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით  ჩატარდა.