ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე


25 ნოემბერს
ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით ხობში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან    მდუმარე აქცია გაიმართა, რომელშიც ფონდის წევრები, პარტნიორები, მოხალისეები და ახალგაზრდა ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას.  აქციის ფარგლებში  გავრცელდ  სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები  და ბუკლეტები.
კამპანიის საერთო თემა ემსახურება  ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რომ საჭიროა მუშაობა ძალადობრივი  მენტალიტეტის გარდაქმნისათვის და მეტი პარტნიორის ჩასართავად სამართლიანი და მშვიდობიანი  მსოფლიოს შენების პროცესში.