ჭალადიდში მინი სტადიონის სარემონტო სამუშაოები დასრულდა


ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოები გრძელდება. პროგრამის ფარგლებში სოფელ ჭალადიდში არსებული მინი სტადიონის   სარემონტო სამუშაოები დასრულდა.  ობიექტზე შეკეთდა ღობის დაზიანებული მავთულბადიანი პანელები, კონსტრუქციები შეიღება ზეთოვანი საღებავით, აღდგენილ იქნა სკამები და განათების ფარი.