ქ. ხობში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა



დასრულდა ქ. ხობში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით იქნა შესრულებული. სამუშაოს ფარგლებში ობიექტზე მოხდა სანიაღვრე არხის ამოწმენდა, რომელიც ორ ადგილას  რკინაბეტონის მილებით იქნა მოწყობილი, ხოლო  იქვე  ამოღებული გრუნტი ადგილზე იქნა გაშლილი.